воскресенье, 27 сентября 2009 г.

გაკვეთილის თემა

ვკითხულობთ, ვმღერით და ვაფერადებთ D-j გოგასთან ერთად

სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება

დაწყებითი-I კლასი
ქართული, მუსიკა, ხელოვნება

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

კითხვა, მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმა, შემოქმედებითად აზროვნება, სიმღერის მარტო და სხვებთან ერთად შესრულება, ფერებზე დაკვირვება და მათი ასახავა ნამუშევარში.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ.II.2.მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • გადმოსცემს მოცემული ტექსტის შინაარსს;
  • ასათაურებს ტექსტს;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ ( მომწონს, არ მომწონს, კარგად მოიქცა; კეტილია, გონიერია და ა. შ.)
  • ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამის მულტფილმს,საბავშვო ფილმს,იხსენებს მსგავსს და განსხვავებულ ადგილებს.
  • აკავშირებს მოცემულ ტქსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
  • გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს( მაგ: გამაკვირვა, შემეცოდა და ა.შ.);
  • მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
ქართ.II.5.მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
ხმამაშედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით) კითხულობს საბავშვო ლექსებს, გამოცანებს,ანდაზებს, ენის გასატეხებს, იგავ-არაკებს,მცირე ზომის ტექსტებს;
მუს.I.2. მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • სიმღერით იმეორებს ბგერებს, მუსიკალურ ფრაზებს;
  • მოსმენისას ტაშით, სიმღერით აჰყვება მუსიკას;
  • ხმას აყოლებს მასწავლებლის სიმღერას, აკომპანემენტს;
  • მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს აკომპანემენტით ან უნისონში მასწავლებელთან;
მუს.I.3. მოსწავლე მიმართავს გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
  • მიმიკის, ჟესტის, ხმის, მოძრაობის, ცეკვის ელემენტების საშუალებით გამოხატავს ამა თუ იმ განწყობილებას.

ს.გ.I.5. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის საღებავებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად.

გაკვეთილის თანმიმდევრობა

გაკვეთილი იწყება პრეზენტაციით( მასწავლებელი წინასწარ აკეთებს პრეზენტაციას სიმღერის ტექსტით(უსათაუროდ), რომელიც გაფორმებული იქნება შესაბამისი ნახატებით ,ხოლო ტექსტის სამღერი და მისამღერი ნაწილები გაფერადებული იქნება განსხვავებული ფერებით).მოსწავლეები ეკრანზე რამოდენიმეჯერ კითხულობენ ტექსტს(ჩართულია ყველა მოსწავლე). (10 წთ)

გაკვეთილის პრეზენტაცია

შემდეგ მასწავლებელი ატარებს გონებრივ იერიშს და სვამს შემდეგი სახის შეკითხვებს: რა შემთხვევაში და რატომ ვადარებთ ან ვამსგავსებთ ადამიანებს ცხოველებს ან ფრინველებს? რა ნიშანთვისებებით შეგვიძლია მათი შედარება(ხასიათი, გარეგნობა:ფერი,ფორმა, ზომა.....),თქვენ თუ გამსგავსებენ ან სხვა მიგიმსგავსებიათ?... მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასათაურონ ტექსტი და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. გაიხსენონ მსგავსი სიტუაცია ნაცნობ მულტფილმში,საბავშვო ფილმში, ლექსსა თუ მოთხრობაში....(7წთ). დროის ამ მონაკვეთში მასწავლებელი არიგებს გასაფერადებელ ფურცლებს.

ეკრანზე უყურებენ და ისმენენ სიმღრას(კარაოკე) , სიმღერის შესრულების დროს კი მიმიკების, ჟესტების, მოძრაობის და ცეკვის ელემენტების საშუალებით გამოხატავენ განწყობილებას.(10წთ) შემდეგ იწყებენ გაფერადებას სიმღერის თანხლებით.(8წთ)

შეფასება

თითოეული მოსწავლე ღიმილით შეფასდება გაფერადებულ ფურცლზე, ღიმილი შეიძლება ავსახოთ მოსწავლისთვის სასურველ საგანზე, მაგ: გაღიმებული მარწყვი, ვარსკვლავი, რკო, მზე, ნაძვი და ა.შ.