воскресенье, 27 сентября 2009 г.
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
ქართული, მუსიკა, ხელოვნება
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- გადმოსცემს მოცემული ტექსტის შინაარსს;
- ასათაურებს ტექსტს;
- აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
- გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ ( მომწონს, არ მომწონს, კარგად მოიქცა; კეტილია, გონიერია და ა. შ.)
- ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამის მულტფილმს,საბავშვო ფილმს,იხსენებს მსგავსს და განსხვავებულ ადგილებს.
- აკავშირებს მოცემულ ტქსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
- გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს( მაგ: გამაკვირვა, შემეცოდა და ა.შ.);
- მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
ხმამაშედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით) კითხულობს საბავშვო ლექსებს, გამოცანებს,ანდაზებს, ენის გასატეხებს, იგავ-არაკებს,მცირე ზომის ტექსტებს;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სიმღერით იმეორებს ბგერებს, მუსიკალურ ფრაზებს;
- მოსმენისას ტაშით, სიმღერით აჰყვება მუსიკას;
- ხმას აყოლებს მასწავლებლის სიმღერას, აკომპანემენტს;
- მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს აკომპანემენტით ან უნისონში მასწავლებელთან;
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
- მიმიკის, ჟესტის, ხმის, მოძრაობის, ცეკვის ელემენტების საშუალებით გამოხატავს ამა თუ იმ განწყობილებას.
ს.გ.I.5. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის საღებავებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად.
გაკვეთილის თანმიმდევრობა
გაკვეთილი იწყება პრეზენტაციით( მასწავლებელი წინასწარ აკეთებს პრეზენტაციას სიმღერის ტექსტით(უსათაუროდ), რომელიც გაფორმებული იქნება შესაბამისი ნახატებით ,ხოლო ტექსტის სამღერი და მისამღერი ნაწილები გაფერადებული იქნება განსხვავებული ფერებით).მოსწავლეები ეკრანზე რამოდენიმეჯერ კითხულობენ ტექსტს(ჩართულია ყველა მოსწავლე). (10 წთ)
გაკვეთილის პრეზენტაცია
შემდეგ მასწავლებელი ატარებს გონებრივ იერიშს და სვამს შემდეგი სახის შეკითხვებს: რა შემთხვევაში და რატომ ვადარებთ ან ვამსგავსებთ ადამიანებს ცხოველებს ან ფრინველებს? რა ნიშანთვისებებით შეგვიძლია მათი შედარება(ხასიათი, გარეგნობა:ფერი,ფორმა, ზომა.....),თქვენ თუ გამსგავსებენ ან სხვა მიგიმსგავსებიათ?... მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასათაურონ ტექსტი და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. გაიხსენონ მსგავსი სიტუაცია ნაცნობ მულტფილმში,საბავშვო ფილმში, ლექსსა თუ მოთხრობაში....(7წთ). დროის ამ მონაკვეთში მასწავლებელი არიგებს გასაფერადებელ ფურცლებს.
ეკრანზე უყურებენ და ისმენენ სიმღრას(კარაოკე) , სიმღერის შესრულების დროს კი მიმიკების, ჟესტების, მოძრაობის და ცეკვის ელემენტების საშუალებით გამოხატავენ განწყობილებას.(10წთ) შემდეგ იწყებენ გაფერადებას სიმღერის თანხლებით.(8წთ)
შეფასება
საგანმანათლებლო რესურსები
ასევე გასაფერადებელი ფურცლები და ფერადი ფანქრები.